რეზონანსი
(21.09.2026)

ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მიმართ აგორებულ ბულინგის კამპანიას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

„საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ მათი სექტის დონეზე დასული აზროვნების მიმდევარი და მორჩილი არ ხარ, მაშინ სექტამ უნდა გაგრიყოს, სექტამ უნდა შეგრაცხოს მწვალებლად და ლამის კოცონზე დაწვის ვერდიქტი გამოგიტანოს.

მაგრამ, სექტა ყოველთვის რჩება სექტად და საქართველოში, საზოგადოებას ყოველთვის აქვს და ექნება თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.

გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში 2024 წლის მოვლენების შესახებ განაცხადა: „საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი“. მან ასევე აღნიშნა: „ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე