
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში., - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის" წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.
მისივე თქმით, 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებლის მომტანი ისტორიული ინვესტიცია ისევ თავდასხმის სამიზნეა.
„მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსა და საინვესტიციო კომპანიას შორის შეთანხმება შედგა, „იგლ ჰილსის" პროექტის დისკრედიტაციის მცდელობამ და დეზინფორმაციის კამპანიამ პერმანენტული ხასიათი შეიძინა.
რას ითვალისწინებს შეთანხმება, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო, რა სარგებელს მიიღებს საზოგადოება და არსებობს თუ არა გრძელვადიანი ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული რისკები? - ყველა კითხვაზე პასუხი საჯაროა, მაგრამ დღის წესრიგი, რომელიც ისტორიული ინვესტიციის დასაზიანებლად კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად შექმნეს, მეტწილად კოორდინირებულია გარე ძალების მიერ და მიზანმიმართულად ხდება ინვესტიციებზე თავდასხმა. გახსოვთ, რომ თავიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დაიწყო „ლელომ", შემდეგ გააგრძელეს სხვა პარტიებმა, სიცრუის ტირაჟირებაში საკუთარი წვლილი კონკრეტულმა „ენჯეოებმაც" შეიტანეს.
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში. დღევანდელი აქციაც იმის დასტურია, რომ საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ იცის ნამდვილი ამბავი ისტორიულ ინვესტიციაზე და ამიტომაც არის ახლა ის რეალობა, რასაც კადრში თავად ნახავთ", - განაცხადა ჩიხლაძემ.
ამასთან, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ სპეკულაციების საპირწონედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც საკმარისია, სადაც საუბარია, თუ რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



