
რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვნელობით დედა უტირეს ჯანდაცვის სისტემას, ისინი გამოდიან და კიდევ ჭკუას გვასწავლიან, - განაცხადა ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის დროს.
გიორგი ფხაკაძე საბავშვო ბაღებში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ძირითადი აქცენტი ოპოზიციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა ოპოზიცია საზოგადოებას გამოსავალს სთავაზობდეს, აღნიშნულ საკითხს თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.
მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტები სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, თუმცა იქ მთავარი ყურადღება მიზეზების დადგენას ეთმობა და არა პოლიტიკურ სპეკულაციებს.
„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ძლიერ სისტემაზე, ამას სჭირდება წლები და ამას სჭირდება ნამდვილად ძალიან დიდი გამოცდილება.ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში არის ეპიდემიოლოგების. ეპიდემიოლოგები მიშას დროს პრაქტიკულად გაასწორეს მიწასთან. საფრანგეთშიც კი ბავშვების მოწამვლის თემა სკოლაში მოსულა, ოქეი? ახლა კითხვა ისმევა: ქოცების ბრალი არისო? ანუ ბატონმა ბიძინამ, ესე იგი, მე კი არ "ვაპრავებ" არავის, მაგრამ აი უბრალოდ გისმენთ და გულისამრევი არის, რატომ იცით? აი თქვენ ეუბნებით, რომ აი, ბატონი ბიძინა ჩავიდა იმ საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. აი, რა დონეზე ხართ ჩამოსულები?
აი, ოპოზიცია, იმიტომ ხართ გულისამრევები, როგორ მინდა, რომ თქვენ მხარეს ვიყო, მაგრამ ფიზიკურად არ მაძლევთ საშუალებას თქვენ მხარეს [ვიყო], იმიტომ რომ იმის მაგივრად, რომ თქვათ, რომ სისტემური პრობლემა არის და სისტემურად უნდა დავალაგოთ ეს, ეს, ეს, გამოდიხართ აი ქოცები... გავიგეთ. მმართველ პარტიაში არის პრობლემა რაღაცებში. შენ ხომ ხარ მაგარი? შემოგვთავაზე რა არის გამოსავალი. ამდენი ხანი გავიდა, არცერთმა არ ამოიღო ხმა, რომ ქვეყანაში გვჭირდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის გაძლიერება.
არავინ არ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, მაგრამ ეს კი არ ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად, ეს ხდება იმისათვის, რომ დავადგინოთ რა არის მიზეზი, რომ ეს მიზეზი დავადგინოთ, ვილაპარაკოთ, ვნახოთ გამოსავალი და არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად დაიწერო ქულები და ნეგატივი გააჟღერო. ეს არის ერის პრობლემა და მოვაგვაროთ.
არ შეიძლება, ყველაფერში პოლიტიკა. ყველაფერში პოლიტიკა როგორ შეიძლება, ახლა... აი, ვუსმენდი კომენტარს, რომ აი, ბატონმა ბიძინამ ახლა აიღო და ეს რაღაცა გაფუჭებული პროდუქტი, არ ვიცი, რაც არის დასახელებული, ის ახლა... ნუ აი, აი დაფიქრდით ხალხო, მართლა მარაზმამდე დადის რა", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



