რეზონანსი
(19.09.2026)

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კერ­ძოდ სო­ფელ გა­ნახ­ლე­ბა­ში ხვა­ლი­დან ცხო­ვე­ლე­ბის აცრა მა­სი­უ­რად და­ი­წყე­ბა, რად­გან სო­ფელ­ში ცო­ფის სამი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ცო­ფის არ­სე­ბო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­ტარ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "ამბები" ე­სა­უბ­რა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ გა­ნახ­ლე­ბა­ში. ომარ გო­გო­ჭუ­რის თქმით, სო­ფელ­ში მა­სობ­რი­ვად და­ი­წყე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის აცრა.

“ჩვენს სო­ფელ­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი. მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­ამ­ჩნია სა­ქონ­ლის და­ვარ­დნა, მიხ­ვდნენ, რომ ცოფი იყო, თვი­თონ გა­ნა­ცხა­დეს ეს ამ­ბა­ვი, და­რე­კეს 112-ში, მო­ვიდ­ნენ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და სა­ქო­ნე­ლი წა­ი­ღეს კვლე­ვებ­ზე, სინ­ჯე­ბით დად­გინ­და, რომ ცო­ფია. ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა აც­რე­ბი. დღეს და­კე­ტი­ლი არის სო­ფელ­ში ყვე­ლა­ფე­რი, სა­ქო­ნე­ლი არ გა­მო­დის გა­რეთ, არ გა­მო­ვა ხვა­ლაც და ხვალ მოვ­ლენ და აც­რი­ან", - ამ­ბობს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მისი თქმით, ერ­თდრო­უ­ლად სამი შემ­თხვე­ვა იყო, სა­მი­ვე სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში, მე­ზობ­ლე­ბის სა­ქო­ნელს და­უ­დას­ტურ­და.

"სამ ოჯახ­ში აღ­მოჩ­ნდა ეგ ყვე­ლა­ფე­რი, სა­მი­ვე ოჯა­ხი მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას მის­დევს. სა­მი­ვეს­თან თითო სული სა­ქო­ნე­ლი და­ვარ­და. სად და რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­დნენ, ეს არ ვი­ცით. ვი­სიც არის ეს სა­ქო­ნე­ლი მათი ოჯა­ხის წევ­რებ­მა აც­რე­ბი ჩა­ი­ტა­რეს უკვე და­ზღვე­ვის მიზ­ნით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თდრო­უ­ლად და­ე­ცა სა­მი­ვე სა­ქო­ნე­ლი. ჯერ რა­მის თქმა არ შეგ­ვიძ­ლია, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა ჩარ­თუ­ლია, საქ­მე­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი. ამ ოჯა­ხებს სხვა სა­ქო­ნე­ლიც ჰყავთ, მაგ­რამ სხვა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გა­მოვ­ლე­ნი­ლა. 

რო­გორ მოხ­და და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, ესეც უც­ნო­ბია. ნე­ბის­მი­ე­რი რამე შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო, გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი. სო­ფე­ლია, ყველ­გან გა­დი­ან ძრო­ხე­ბი სა­ძო­ვარ­ზე. სოფ­ლის სა­ძო­ვა­რი არის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სოფ­ლის გარ­შე­მო, ახლა სო­ფელ­ში კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და რო­გორც გი­თხა­რით ხვა­ლი­დან უნდა აიც­რას მთლი­ა­ნად სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რუ­ტყვი, ასე­ვე ძაღ­ლე­ბი და კა­ტე­ბიც. ყვე­ლა­ნა­ი­რი ცხო­ვე­ლი აიც­რე­ბა. სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დღეს და­მი­რე­კა და ხვა­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. მა­ინც სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­ცავთ ყვე­ლა წესს. მსგავ­სი რამე ბოლო წლებ­ში ჩვენ­თან არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. უბ­რა­ლოდ, რომ და­ე­ცა სა­ქო­ნე­ლი, სიმპტო­მე­ბით მიხ­ვდნენ, რომ ეს ცოფი იყო”, - განაცხადა გოგოჭურმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე