
მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სახლისა და ოფისის ინტერნეტის ხარისხსა და სტაბილურობას.
დღეს, მხოლოდ ინტერნეტის ქონა აღარ არის საკმარისი. თანამედროვე ციფრულ რეალობაში, სწორედ ხარისხიანი Wi-Fi განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და სტაბილურად ვუკავშირდებით ონლაინ სამყაროს. სქელი კედლები, დიდი ფართობი და ერთდროულად ჩართული მოწყობილობები ხშირად სუსტი სიგნალის და „ბრმა ზონების“ მიზეზი ხდება. Magti Mesh Wi-Fi სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. ის თანაბრად ანაწილებს სიგნალს და უზრუნველყოფს საუკეთესო კავშირს შენობის ნებისმიერ წერტილში.
Mesh Wi-Fi რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობით აგებული უსადენო ქსელია, რომელიც ერთიან Wi-Fi გარემოს ქმნის. ტრადიციული როუტერისგან განსხვავებით, სადაც ერთი მოწყობილობა მთელ სივრცეს ფარავს, Mesh სისტემა რამდენიმე მოწყობილობას (Node) იყენებს. სახლში რამდენიმე პატარა მოწყობილობა თავსდება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთიან ძლიერ Wi-Fi ქსელს ქმნიან. შედეგად მომხმარებელი იღებს:
- სტაბილურ სიგნალს – ინტერნეტი უკეთესად იჭერს ყველგან;
- ფართო დაფარვას – ქრება „ბრმა ზონები“;
- ავტომატურ გადართვას საუკეთესო წვდომის წერტილზე – ვიდეოზარი აღარ წყდება გადაადგილებისას;
- ერთიან Wi-Fi ქსელს – ერთი სახელითა და პაროლით, მთელი სახლი ერთი
- Wi-Fi ქსელით მუშაობს.
Magti Mesh Wi-Fi იდეალურია:
- დიდი ბინებისა და კერძო სახლებისთვის;
- ოფისებისა და სამუშაო სივრცეებისთვის;
- სასტუმროებისა და კომერციული ობიექტებისთვის;
- ჭკვიანი სახლებისა და IoT ეკოსისტემებისთვის.
შესაკვეთად დარეკეთ მაგთის ცხელ ხაზზე 110011 მობილური ქსელიდან ან ეწვიეთ მაგთის ოფისებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



