რეზონანსი
(08.09.2026)

კორუფციასთან ბრძოლა თავის შედეგებს იძლევა - ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ , - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კობახიძემ სხდომის დაწყებისას ეკონომიკური ზრდის მონაცემები წარადგინა. პრემიერის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა.

კობახიძის განცხადებითვე, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

“რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა თავის შედეგებს იძლევა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ. კორუფციასთან ბრძოლას ყველა დონეზე ვაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე