რეზონანსი
(06.09.2026)

6 აგ­ვის­ტოს მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­რიგ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი აღარ არის ქე­თე­ვან ვარ­და­ნაშ­ვი­ლი. ის ასე­ვე ეხ­მი­ა­ნე­ბა ნია იმ­ნა­ძის და­კა­ვე­ბას.

"სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ტყმით გა­თი­შუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი, კლი­ნი­კა­ში გონ­ზე მო­ვი­და 2-3 წუ­თით და თქვა ერ­თა­დერ­თი წი­ნა­და­დე­ბა: - დე­და­ჩემს და­უ­რე­კეთ!

გიგა ავა­ლი­ან­მა იცო­და, ვინ იყო მისი დედა და რა ძლი­ე­რი იყო მათი დე­დაშ­ვი­ლო­ბა!

ჰოდა, მე ისევ აქა ვარ!..

გი­გას გარ­დაც­ვა­ლე­ბის წა­მი­დან რა­ტომ შე­მო­ვე­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად, ვერ გა­ი­გო მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხებ­მა და შვი­ლე­ბის და­ჭე­რის შემ­დეგ რიგ­რი­გო­ბით გა­მარ­თეს სოც-ცირ­კა­ო­ბა. მაგ­რამ გა­ი­გო ხალ­ხმა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და მათ­თვის ბრბო!

ეკა კუ­პა­ტა­ძე იცავს გიგა ავა­ლი­ა­ნის ღირ­სე­ბას!

პრო­კუ­რა­ტუ­რა იცავს გიგა ავა­ლი­ა­ნის ღირ­სე­ბას და სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბას!

სა­სა­მარ­თლომ უნდა და­იც­ვას სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა!

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს გვი­ჭერს სა­მარ­თალ­ში, გვაკ­ვირ­დე­ბა გა­მა­დი­დე­ბე­ლი ლუ­პით და გვი­მაგ­რებს ზურგს!

გუ­შინ გა­ვი­და ნია იმ­ნა­ძის და­ჭე­რი­დან ერთი თვე. იმ "გულ­ჩვი­ლი" და "სა­მარ­თლი­ა­ნი" ხალ­ხის აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი რომ ჰქონ­დათ:

ხომ არ გა­გირ­კვე­ვი­ათ, ახლა, როცა საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცათ, რა­ტომ აღარ ჩხა­ვის თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი "ნი­ა­კო" უდა­ნა­შა­უ­ლო­აო? ან სად გაქ­რა ის ცირ­კა­ჩი ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი? ან თუნ­დაც წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი ბებო და ბიძა, ლე­კიშ­ვი­ლი-პა­ტი­ეშ­ვი­ლის და­წე­რი­ლი ტექ­სტი რომ გვი­პოს­ტა?

ნია იმ­ნა­ძეს კლი­ნი­კა­ში რომ ხელი სტკი­ო­და, ვი­თომ­და ბორ­კი­ლე­ბის და­დე­ბით, რო­გორ არის მო­ი­კი­თხეთ?

ნია იმ­ნა­ძის და­ი­კოს წინა კვი­რა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრან­ჭვე­ბი და­წყე­ბია და ისიც მო­ი­კი­თხეთ. (ჰო, აი ის, ტე­ლე­ფო­ნით მშვი­დად რომ იღებ­და "ნი­ა­კოს" და­ჭე­რას, დე­დის ის­ტე­რი­კე­ბის და მა­მის მუ­ქა­რე­ბის ფონ­ზე, მე­ო­რე დღეს კი ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ იღე­რებ­და ყელს.)

მათ გა­სა­გო­ნად, ვინც ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში და დრო­ში ატ­რი­ა­ლა:

- პო­ლი­ცი­ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ით და­ა­პა­ტიმ­რა არას­რულ­წლო­ვა­ნი ღა­მის 11 სა­ათ­ზეო,

გან­ვმარ­ტავ:

- პო­ლი­ცია მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით იმ­ნა­ძის და­სა­ჭე­რად მი­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სთ-ზე. არ გა­უ­ღეს კარი ად­ვო­კატების გა­რე­შე; პო­ლი­ცია მოთ­მი­ნე­ბით ელო­და ად­ვო­კა­ტებს და­ახ­ლო­ე­ბით 6 სა­ა­თი!

(ად­ვო­კატ­მა ლა­ი­ვი ჩარ­თო 22 სთ-მდე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, ანუ ღა­მის 10 სა­ათ­ზე და არა 11 სა­ათ­ზე, რა­ღა­ცე­ბი მა­ინც და­ამ­თხვი­ეთ.)

აი, ვარ­დის­ფე­რი ბრჭყვი­ა­ლა ბორ­კი­ლე­ბი მარ­თლა არ ჰქონ­დათ და ბო­დი­ში "ნი­ა­კოს".

ბაბლმა რომ ძა­ლი­ან არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ამა­საც გე­ტყვით ბა­რემ: ნია იმ­ნა­ძის და­ჭე­რი­სას, რო­გორც კი ლე­კიშ­ვილ­მა ლა­ი­ვი შე­წყვი­ტა, თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მაც ჩხა­ვი­ლი შე­წყვი­ტა და წყნარ, მშვიდ გა­რე­მო­ში და­ა­პა­ტიმ­რეს "ნი­ა­კო".

ის­ტე­რუ­ილ კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ და­ი­ჭი­რეს სახ­ლში და არ და­ი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში, გი­პა­სუ­ხებთ: მას შემ­დეგ რაც საქ­მე გა­და­ე­ცა მკვლე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს გე­ნე­რა­ლუ­რი და ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ, ნია იმ­ნა­ძე იმ­დენ­ჯერ და­ი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში, რომ სათ­ვა­ლა­ვი მეც კი ამე­რია, მაგ­რამ არც ერთხელ არ მი­სუ­ლა. (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრან­ჭვე­ბი ემარ­თე­ბაო - ლე­კიშ­ვილ­მა.)

სა­სა­მარ­თლო­ზეც კი იძუ­ლე­ბის წე­სით მი­იყ­ვა­ნეს 7 მა­ისს და "გა­იყ­ვა­ნეთ ცუ­დად არ გახ­დეს!"-ო, ერ­თხმად აწი­ოკ­დნენ გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი და ნას­ყი­დაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი.

ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი აღარ არის ქე­თე­ვან ვარ­და­ნაშ­ვი­ლი. ახალ­მა ად­ვო­კატ­მა მო­ი­თხო­ვა ჩემ­თან შეხ­ვედ­რა. რა­საც კა­ნო­ნი არ უზღუ­დავს, მაგ­რამ ეკა კუ­პა­ტა­ძე შვი­ლის მკვლე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ აწარ­მო­ებს. (რით ვე­ღარ გა­ი­გეს!)", - დაწერა ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე