რეზონანსი
(06.09.2026)

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის უკვე დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



