რეზონანსი
(05.09.2026)

ავარია თუშეთში - დაიღუპა მძღოლი, არიან დაშავებულები. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველებზე დაყრდნობით ირკვევა რომ, სწრაფად მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა - შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 პირი კი დაშავდა.

მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე