რეზონანსი
(04.09.2026)

თბილისის მერიის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა ნაძალადევის რაიონში მორიგი სამუშაოები განახორციელა.

ცოტნე დადიანისა და ჯავის ქუჩების კვეთაზე ქვეითთა გადასასვლელები და მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშანი მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, დაიხაზა უწყვეტი და წყვეტილი სამოძრაო, ასევე „სდექ“ ზოლები, „ზებრა“ გადასასვლელები, მოძრაობის მიმართულების მაჩვენებელი ისრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.

აღნიშნული ცვლილებები ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ქვეითთა კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე