რეზონანსი
(04.09.2026)

ევროპაში, ჰიბრიდული ომის დროს, რუსეთის სულ უფრო „უგუნურმა“ ქმედებებმა ევროპელები არათუ დააფრთხო, არამედ გააღიზიანა. მას შემდეგ, რაც გერმანიამ, მოსკოვი, ლაიფციგ/ჰალეს სატვირთო აეროპორტზე დრონებით თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ევროკავშირში რუსების მოგზაურობის შეზღუდვისა და ჩრდილოვანი ნავთობტანკერების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ზომებს განიხილავენ .

„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირის ელჩები უახლოეს კვირებში შესაძლო ზომებს განიხილავენ. კონკრეტული იდეები მოიცავს ტურისტული ვიზებისა და რუსი დიპლომატების ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შეზღუდვებს, ასევე ახალი სანქციების შემოღებას ჩრდილოვანი ფლოტის გემების წინააღმდეგ, რომლებსაც უკანონოდ გადააქვთ რუსული ნავთობი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე