რეზონანსი
(04.09.2026)

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომლის ავტორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო და რომელიც გასულ თვეში აშშ-ის სენატმა ხმათა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა, წარმომადგენელთა პალატაში სულ უფრო მეტი წინააღმდეგობა ხვდება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის მიღება, სავარაუდოდ, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ვერ მოხერხდება.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, სენატში კანონპროექტის 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დამტკიცება ნაწილობრივ ლინდსი გრემის კოლეგების სურვილს უკავშირდებოდა, პატივი მიეგოთ გარდაცვლილი სენატორის ხსოვნისთვის. წარმომადგენელთა პალატაში კი ინიციატივის მიმართ დამოკიდებულება უფრო ფრთხილია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ეჭვი გამოთქვა, რომ სანქციების კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა შუალედურ არჩევნებამდე მოხერხდება.

„ჩვენ ყველას გვჯერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობის, მაგრამ კანონპროექტის მისაღებად სწორი ფორმულის პოვნაა საჭირო. ვცდილობთ, ეს საკითხი დავამუშაოთ და დავრწმუნდეთ, რომ მივიღებთ შედეგს, რომელიც კენჭისყრას გაუძლებს“, - განაცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე