რეზონანსი
(04.09.2026)

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე მწვადის დამწვარი ნაწილის მავნებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„თუ მწვადი ძალიან გიყვართ, იცოდეთ, რომ ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და თუ ხედავთ, რომ სხვა მიირთმევს, აუცილებლად აუკრძალეთ. მწვადის დამწვარი ნაწილი არ მიირთვათ და აუცილებლად მოაცილეთ. მასში ძალიან ბევრია ჰეტეროციკლური ამინები.

ყოველთვის მოაცილეთ ეს შავი ნაწილები, რადგან ისინი თქვენს ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს. მწვადი უნდა იყოს ბალანსირებულად შემწვარი“, – ამბობს ონკოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე