რეზონანსი
(04.09.2026)

ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის, მისი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დაც­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო და უფრო რთულ­დე­ბა. დღე არ გავა მკვლე­ლო­ბის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის, ავა­რი­ის და სხვა რამ და­ნა­შა­უ­ლის ამ­ბა­ვი არ გავ­რცელ­დეს. თბი­ლი­სი შეძ­რა ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, ე.წ. დევ­ნი­ლე­ბის კორ­პუს­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-10 სარ­თუ­ლი­დან 27 წლის მა­მა­კა­ცის მიერ ნას­რო­ლი სკა­მი 11 წლის მო­ზარდს - ვატო ნარ­სა­ვი­ძეს და­ე­ცა, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

რო­გორც მე­ზო­ბე­ლმა "ამბებს" განუცხადა, ის ამ დღე­საც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და დე­დის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ აგ­რე­სი­ას იჩენ­და.

"ვატო მო­მა­ვა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ხში­რად ეზო­შია, ვარ­ჯი­შობს. იმ სა­ღა­მო­საც ბავ­შვე­ბი წყა­როს­თან ის­ხდნენ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სკა­მი ის­რო­ლა, თურ­მე ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დის მი­მართ. ყვე­ლა­ფე­რი და­ლე­წა აი­ვან­ზე. ყვა­ვი­ლე­ბიც კი დამ­ტვრე­უ­ლია.

დე­დას გა­მო­უ­ძა­ხე­ბია პატ­რუ­ლი. პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, სკა­მი ის­რო­ლა. ვატო, რო­მე­ლიც წყა­როს­თან ბავ­შვებ­თან ერ­თად იჯდა, ადგა და პატ­რულ­თან მი­ვი­და, უნდა ეთ­ქვა, კორ­პუ­სი­დან რა­ღა­ცებს ის­ვრი­ა­ნო და ის სკა­მი ვა­ტოს მოხ­ვდა თავ­ში. ბავ­შვი ძირს სა­ხით და­ე­ცა.

ეს ბიჭი იმ­დე­ნად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, იძახ­და, - მე არ მის­ვრი­აო. პი­რო­ბი­თი ჰქონ­და, ნარ­კო­მა­ნი­ის გამო. კი­დევ კარ­გი, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს, კორ­დო­ნი გა­ა­კე­თეს და ისე გა­იყ­ვა­ნეს, თო­რემ მაგ უბე­დურს ჩა­ქო­ლავ­დნენ" - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი ია ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი.

ახლა უმ­თავ­რე­სი ბავ­შვის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაა. რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, ვა­ტოს გუ­შინ უკე­თე­სო­ბა და­ე­ტყო.

"იმ­დე­ნი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს ჩა­მოთ­ვლაც კი არ შე­მიძ­ლია. თა­ვის ქალა, ლა­ვი­წის ძვა­ლი, კის­რის მალა. დღე­ვან­დელ დღეს თუ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ასე სტა­ბი­ლუ­რად, ხვალ შე­აღ­ვი­ძე­ბენ აუ­ცი­ლებ­ლად,“ - ამ­ბობს ის.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე