რეზონანსი
(03.09.2026)

რუსეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის, მათ შორის ზესტაფონელი აკაკი ტოფაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა კავკაზზე "კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა. ავტობუსში 47 მგზავრი იჯდა. 6 დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი.

ავტობუსის მგზავრების 95% ქართველები იყვნენ.

„რა ტკივილი ხარ აკაკი“; „საოცარი ადამიანი იყო, ძალიან მენანები აკაკი“, - წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.

ინფო იმერეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე