რეზონანსი
(02.09.2026)

აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.
„სწორედ ეს საკითხი განიხილება ახლა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი. წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას - ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი - რამდენიმე წელი სჭირდება, რადგან ეს მაღალტექნოლოგიური შეიარაღებაა. საკითხი დღის წესრიგშია და მისი განხორციელება შესაძლებელია, თუმცა ის ნამდვილად ვერ გადაჭრის იმ მოკლევადიან პრობლემას, რომელზეც ისინი მიუთითებენ“, - განაცხადა რუბიომ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



