რეზონანსი
(01.09.2026)

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაზ ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას ფეისბუქ-გვერდი „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ საჩივარი მუქარაზე შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



