ნატალია ჯვარიძე
(01.09.2026)

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილს აანონსებს, სადაც საუბარი პოლიტიკიდან ახლახან წასულ მამუკა მდინარაძეს შეეხება. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, საზოგადოებას წერილებს არ მოაკლებს. მმართველ გუნდში ამას ჭორაობას უწოდებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ჩაშვების სერია დაიწყო".

ღარიბაშვილის ადვოკატის თქმით, ექსპრემიერი მდინარაძეზე საუბარს რიგით მე-5 წერილში აპირებს.

„უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ღარიბაშვილი ისევ გამოაქვეყნებს წერილს და დეტალურად ისაუბრებს სწორედ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. არა [მდინარაძეს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია], მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთან ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ღარიბაშვილი პატიმარია, მისი ერთადერთი კომუნიკაცია ახლა ეს არის წერილების ფორმა და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას.

  • ადვოკატი: „მხარდაჭერის მოლოდინი [ღარიბაშვილს] არ ჰქონდა, უბრალოდ არ ეგონა, რომ ტყუილების ასეთი კასკადი იქნებოდა. აი, ამას ნამდვილად არ ელოდა. საზოგადოებას მივმართავ, ვინმეს გეგულებათ, ან გეგულებოდათ, ან დღესაც გეგულებათ ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი?"

მხარდაჭერის მოლოდინი მას არ ჰქონდა, უბრალოდ არ ეგონა, რომ ტყუილების ასეთი კასკადი იქნებოდა. აი, ამას ნამდვილად არ ელოდა.

როგორ ფიქრობთ, ახლა ღარიბაშვილი აქ, ამ რეჟიმში, ამ პირობებში რომ ზის ციხეში ცრუ ბრალდებით, გულდაწყვეტილი არ იქნება და კარგად არის? ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე ერთგული ადამიანი... საზოგადოებას მივმართავ, ვინმეს გეგულებათ, ან გეგულებოდათ, ან დღესაც გეგულებათ ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი?" - ამბობს ლილი გელაშვილი.

„ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ამაზე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჭორაობას ემსგავსება.

„ჭორაობის რანგში გადავდივართ. მოლოდინი, რას დაწერს წერილში - ჭორაობაა, აბა სხვა რა არის ჭორაობა, მაშინ მითხარით. ერთის თქმა შეგვიძლია, რომ ურთიერთგამომრიცხავი წერილები იყო - იყო რაღაცა ინფორმაციები, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, შემდეგ იყო შესაბამისი განმარტებები, ამიტომ ამის მიღმა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რაც წერია და რისი განმარტებაც მოხდა შემდგომ გარკვევით და ცალსახად, ბუნებრივია, ამაზე მეტად, ღრმად ამ საკითხში ვერ შევალთ.

რაც ითქვა, ითქვა. მეტი ამ საკითხზე ჭორაობაში ნამდვილად ვერ შემოგყვებით. თქვენი კითხვა იყო, რომ რა მოლოდინი გაქვთ და რას დაწერსო - სერიოზულია ახლა ეს კითხვა? რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს და როგორ შეიძლება ყავაზე ვიმკითხაოთ ახლა, კონკრეტული ადამიანი რას დაწერს თუ არ დაწერს?

მამუკა მდინარაძემ ცალსახად ახსნა მიზეზები მისი პოლიტიკიდან წასვლის და იქ ღარიბაშვილის თემა ნამდვილად არ იყო", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, მათიკაშვილს ჰკითხეს „გაზომა თუ არა „ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი", რასაც ასევე ასევე ჭორაობა უწოდა.

„დღეს უნდა გაეზომა ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი „ქართულ ოცნებას"? დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც არის, ყველასთვის არის ცნობილი, დანარჩენი ამის მიღმა მე რა პასუხი უნდა გაგცეთ."

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიორგი შარაშიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილმა თავისი მდგომარეობა სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენოს, მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენას ემსახურება.

„როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო და ახლა უნდა ვუყუროთ პროცესს, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები დაბეზღებაში და ჩაშვებაში? როგორც ჩანს, ეს პროცესია.

„რაც შეეხება მდინარაძეს, ეს ადამიანი საიდან მოვიდა, ეს ძალიან კარგად იცით. არავინ არ იყო, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, და არავინ არ იყო მაშინ, როდესაც წავიდა პოლიტიკიდან. მაგრამ ეს ნიუანსებიც არ არის საინტერესო. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ბატონმა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, და იმდენად დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში, ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ მას საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე