რეზონანსი
(01.09.2026)

ელისო კილაძის ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ შესაძლოა აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. მისივე თქმით, კილაძე საპატიმროს დატოვებისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას: 

"სისხლის სამართლის საქმეში არის 20 დაზარალებულის ახსნა-განმარტება და ჩვენება. არის ვიდეო მასალები, რომელიც თითქოს დაუდეს საფუძვლად ელისო კილაძის გამამტყუნებელ განაჩენს, მაგრამ იმედები ძალიან დიდი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ბოსმა მამუკა მდინარაძემ დატოვა უკვე ხელისუფლება, თურმე ის დაიღალა იმით, რომ ამდენი სიბინძურე გააკეთა თუ გააკეთებინეს, მაგრამ მგონია, რომ თვითონ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი. მე იმედი მაქვს, რომ ელისო კილაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების შეცვალა მოხდება. მე ყოველ შემთხვევაში ასეთი მოლოდინი მაქვს და ის გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას, მტკიცებულებებით და არა ისე, როგორც მდინარაძემ ეს გააკეთა, ირაკლი ღარიბაშვილის და სხვების წინააღმდეგ" - ამბობს ელისო კილაძის ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე