
სიძულვილის ენის წინააღმდეგ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა. 1500 ლარით დაჯარიმდა მაია ორჯონიკიძე, რომელმაც შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას მიაყენა.
ასევე 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ნინო ჯოჯიშვილს, რომელმაც სიძულვილის ენა შორენა ბეგაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ნინო ჯოჯიშვილის და მაია ორჯონიკიძის მიმართ 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორმა პიროვნებამ საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში მიაყენა შეურაცხყოფა შორენა ბეგაშვილს და ლალი მოროშკინას. ორივე პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით“, - აცხადებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს იურისტი ნათია გიგლემიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



