რეზონანსი
(12.02.2025)

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში იმ­ღე­რებს - ამ სა­თა­უ­რით ბოლო ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გან­მარ­ტავს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი ვი­ზი­ტი პი­რა­დი ხა­სი­ა­თი­საა.

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში ჩას­ვლი­სას გეგ­მავს დიდი ხნის უნა­ხავ ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რას, ხოლო იმავდრო­უ­ლად, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­და­ა­მოწ­მებს.

"ეს კონ­ცერ­ტი არ არის, მე­გობ­რებ­თან მივ­დი­ვარ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 11 წელი მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი და იქ დარ­ჩე­ნა რომ მნდო­მე­ბო­და, ამა­ზე კარ­გი პი­რო­ბე­ბი მქონ­და და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­რჩე­ბო­დი. 

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კოვ­ში წას­ვლას, ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გა­დავ­დე, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მა­წუ­ხებს. ჩემი მე­გობ­რის მე­უღ­ლე მოს­კოვ­ში ექი­მია და მას­თან მივ­დი­ვარ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე. არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­ი­ძუ­ლეს. იქ ყოფ­ნი­სას ვნა­ხავ ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბით. რეს­ტო­რან­ში შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ვი­ნა­ხუ­ლებთ ერ­თმა­ნეთს. რა თქმა უნდა, იქ ჩემს მე­გობ­რებს ვუმ­ღე­რებ.

 ბოლო დროს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­მე­დო გას­ტრო­ლი ის­რა­ელ­ში. მე ვენ­დო­ბი ქარ­თველ ექი­მებს, მაგ­რამ მა­ინც მინ­და გა­და­ვა­მოწ­მო ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა მე­გობ­რის მე­უღ­ლეს­თან, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცნო­ბი­ლი ექი­მია.

56 წლის ადა­მი­ა­ნი ვარ, არა­ვინ მყავს დამ­ხმა­რე და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ვიზ­რუ­ნო. 

სა­ხელ­მწი­ფოს­გან მე არაფ­რით და­ზღვე­უ­ლი არ ვარ, არც დახ­მა­რე­ბა მი­მი­ღია. მე ვარ მომ­ღე­რა­ლი, არა­ვის მხა­რე­ზე არ ვარ და ყვე­ლამ კარ­გად იცის, რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ ხალ­ხს. ნუ აამ­ღვრე­ვენ წყალს.

ნეტა ჩემ­ნა­ი­რად ყვე­ლას უყ­ვარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო, თა­ვის დრო­ზე უარი ვთქვი რუ­სეთ­ზე. იქ რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, დღეს მე ვი­ლე­ბიც მექ­ნე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე იქ მცხოვ­რებ ქარ­თველ მომ­ღე­რალ­ზე წი­ნაც ვიდ­გე­ბო­დი.

იმე­დია ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. თუ არა­და მერე შე­საძ­ლე­ბე­ლია ის­რა­ელ­ში გა­დავფრინ­დე. გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს, სის­ხლძარ­ღვე­ბის. კო­რო­ნა მშვი­დად გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ მე ასე ვფიქ­რობ, რომ აც­რე­ბის შემ­დეგ, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მაგ­რამ არ მომ­წონს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა, არ ვარ კარ­გად.

მე ჩემს მე­გობ­რებ­თან მივ­დი­ვართ და ყვე­ლამ თა­ვის ღა­ლატს მი­ხე­დოს. წყალს ნუ ამ­ღვრე­ვენ ძა­ლი­ან გთხოვთ“ - უთხრა "ამბებს" მომღერალმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე