რეზონანსი
(22.05.2024)

ბლოგერი შოთო სიხარულიძე ემოციურ შემთხვევაზე წერს:

„ემიგრანტების მოხუცთა თავშესაფარში აბარებენ ვანელ ემიგრანტს, რომელიც თურქეთში კლინიკაშია და  არ ახსოვს ვინაა, უპატრონოდაა. რა სამწუხაროა. ვანელები არ გალანძღოთ ძალიან კარგი ხალხია, ვიცნობ ვანელებს, თბილები ტკბილები და სტუმართმოყვარეები არიან, უბრალოდ, ასე მოხდა ეს...

მენანება კიდევ ერთი  ემიგრაციაში დაბერებული. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის  ბედის ამარა დარჩენილი ქართველი ქალი, დედა, ბებია... 

ქალბატონი ეთერი ქუჩაში უპატრონოდ დავარდნილი ნახეს. სრულიად უსახსროდ განკურნა თურქეთის სახელმწიფომ, რადგან მას უპატრონო ჰქვია...

უფლის სახელით უმორჩილესად გთხოვთ გავერთიანდეთ ეთერისთვის“ - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე