რეზონანსი
(20.05.2024)

5 მა­ისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა. რო­გორც სხვა­დას­ხვა მე­დია წერ­და, არ­ხი­დან წა­სულ­თა შო­რის იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად, გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი, მათ შო­რის "იმე­დის დი­ლი­სა“ და "პრა­იმ­შო­უს“.

სი­ა­ში მოხ­ვდნენ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი - ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა "პრა­იმ­შო­უს“ - ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

"იმე­დის" იმ წამ­ყვა­ნებ­ში, ვინც მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, იყ­ვნენ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

"ბავ­შვებს ხელს ნუ ურტყამთ", - წერ­და ნინი, ხოლო სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში, დარ­ბე­ვის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა.

ამის შემდეგ კარგა ხანი დუმდა როგორ ტელეკომპანია "იმედი", ასევე "პრაიმშოუს" წამყვანები. ახლა კი გაირკვა, რომ ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­სა და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილი "არხზე მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. ის, რომ გა­და­ცე­მა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ არ და­უ­ტო­ვე­ბია, ბა­დუ­რაშ­ვილ­მა "ამბებსაც" დაუ­დას­ტუ­რა, დასმული კითხვის საპასუხოდ - დატოვა თუ არა ტელეკომპანია:

"არა, არა, მშვი­დო­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის... სხვა არაფერი მკითხოთ" - თქვა "პრაიმშოუს" წამყვანმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე