რეზონანსი
(20.05.2024)

მსახიობი ნატალია ყიფშიძე აქტიურად გამოდის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.

აღნიშნულა ჟურნალისტი მაია ასათიანი გამოეხმაურა. მას აინტერესებს, რის გამო დაიბარეს ნატალია სასამართლოში.

„ამ მინიატურულმა, სიფრიფანა გოგომ ნეტა რა გზა გადაკეტა ისეთი, რომ სასამართლოში ჰყავთ დაბარებული. მეამაყები ჩემო პატარა-დიდო გოგოვ“, – წერს მაია ასათიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე