რეზონანსი
(07.02.2023)

ქალმა სირიის ქალაქ ალეპოში შენობის ნანგრევების ქვეშ იმშობიარა. 6 თებერვალს სირიის ალეპოში, მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ, ბავშვი დაიბადა. დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მშობიარობისთანავე გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash იტყობინება.

ქსელში მოხვედრილ კადრებში ჩანს, რომ მაშველებს ბავშვი ნანგრევებიდან ამოჰყავთ. ახალშობილის სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე