რეზონანსი
(26.09.2022)

უკვე რამდენიმე კვირაა თბილისის ქუჩებში საცობებია, ქუჩებთან ერთად საცობები იქმნება მეტროშიც კი.

გადატვირთული მოძრაობა კი საზოგადოებას პრობლემებს უქმნის, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოთქვამს წუხილს.

აღნიშნულ თემაზე ერთადერთი საიმედო განცხადება, მხოლოდ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გააკეთა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში საცობების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

„მერკური კონტაქტების და კომუნიკაციების მმართველი პლანეტა უკუმავალია, რაც ხელს უშლის ახალ იდეების რეალიზაციაში, კვირას, 2 ოქტომბერს კი ხდება დირექტიული, რაც გამოიწვევს გზებზე საცობების რაოდენობის შემცირებას. ახლა რადგან მერკური რეტროგრადულია, ამიტომ არის ქუჩებში ასეთი საცობები", - ამბობს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე