რეზონანსი
(24.07.2021)


როგორც ცნობილია, რუსკა და ნინუცა მაყაშვილებმა დედის გვარზე გადასვლა სკაუთარი ნებით ისურვეს. გოგონების მშობლებმა, თამრიკო მაყაშვილმა და კოკა ცხვედიანმა ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს, ეს ურთიერთობა კი 5 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა. კოკა ცხვედიანს მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი გოგონა, ელენე და მარიამ ცხვედიანები ჰყავს.

 „ჩვენ გვინდოდა იმ ადამიანის გვარი გვქონოდა, ვინც ზრუნავდა და გვზრიდა ჩვენ, ანუ დედაჩემისა და ბიძაჩემის, დედაჩემის ძმის“ - განაცხადა რუსკამ.

 წლების განმავლობაში გოგონებმა მამასთან ურთიერთობის დალაგება მოახერხეს. როგორც რუსკა მაყაშვილი აღნიშნავს, კოკა ცხვედიანი ძალიან კარგი ბაბუაა და დროს პატარა ილიასთან ერთადაც ხშირად ატარებს. რუსკასა და ნინუცას კარგი ურთიერთობა აქვთ ნახევარდებთან, ელენე და მარიამ ცხვედიანებთანაც:

„ფანტასტიკური გოგოები არიან“ - თქვა მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე