რეზონანსი
(23.07.2021)


გუშინ კა­ხეთ­ში დიდი ტრაგედია დატრიალდა, 35 წლის მოტომრბოლელი რატი ორ­კო­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას და­ე­ჯა­ხა და ადგილზე დაიღუპა. ის თელავში ცხოვრობდა, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

"დეიდას ვაჟკაცოოო, სად წახვედი, ვის დაუტოვე შენი პატარა ოჯახი. რამდენი გეგმა გქონდა, როგორ გიხაროდა და მიყვებოდი შენს მიღწევებზე. რომ მეუბნებოდი, ჩამოდი, დეიდა, ნახე რამდენს მივაღწიე, ერთი მოდი, როგორ უნდა დაგხვდეო, ეგ არის შენი დაპირება? გული გახეთქვაზე მაქვს, ჩემო ვაჟკაცო. რატომ, რატომ, ღმერთოოო, არ მინდა ამ საშინელების დაჯერება. როგორ შევხედო შენს გაუბედურებულ დედას, ვაიი", _ წერს ხათუნა ჩირიკაშვილი.

"არ მჯერა. გუშინ დამპატიჟა ოჯახში, ხვალ ვაპირებდი მისვლას. მივალ, მაგრამ ის წესიერი, გულიანი, თბილი ბიჭი აღარ დამხვდება ცოცხალი. ღმერთო, როგორ მივიდე მზეოსთან, როგორ ვანუგეშო", "ჩემი საყვარელი მოსწავლე და მეგობარი. ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა", - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე