რეზონანსი
(23.07.2021)


„ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს მეუღლის შემდეგ, შვილიც გარდაეცვალა.

ემიგრანტების ტრაგედიის გაგრძელება შვილიც გარდაეცვალა ლიკას რომელიც კომაში იყო. მეუღლის გარდაცვალებიდან 40 დღეც არაა გასული და შემზარავი წერილი მივიღე. შოთო ლევანის შემდეგ ახლა შვილიც ილია გარდამეცვალა დავკარგე ყველაფერი არ დაგვცალდა ბედნიერება ექიმებმა სიცოცხლე გაგვიმწარეს. სიცოცხლე აღარ მინდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები და ცხოვრების აზრი დავკარგე.

როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდა. როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო ის დაუდევარი ექიმები რომლებმაც სიცოცხლე გაგვიმწარეს და დაგვიმახინჯეს. უცხონი ხდებიან ადამიანები. როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილი და მეუღლე. არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ. ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე. ლევანის იმედი მაქვს ჩვენს ილიას ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის აქ ვერ ჩაიკრა გულში და ვერ შეიგრძნო მისი სურნელი და მამობის ბედნიერება. ლევა აბა შენ იცი მოუარე ჩვენს ილიას არ დატოვო მარტო მაგრად მაგრად ჩაიკარი და ჩაიხუტე მაგ თბილ გულში.

ემიგრანტებო დავმუნჯდიი მე ტრაგედიას რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო ტკივილია მხოლოდ. საქართველოში დაბრუნდნენ რომ ბედნიერად ეცხოვრათ და შვილი აქ დაბადებულიყო და გაზრდილიყო. ექიმებმა კი ცხოვრება დიდ კოშმარად დაუსრულებელ ჯოჯოხეთად უქციეს. ლიკა კი დარჩა სულ მარტო სულ სულ მარტო ამ ქვეყანაზე. ილიას და ლევანის გარეშე.

ვტირივარ ეს რა წერილი მივიღეე.

ემიგრანტებო მტირალი ვზივარ სახლში. როგორც არასდროს ისე ცუდად ვარ არ ვიცი ასე რატო გავცარიელდი არ ვიცი რატომ მტკივა სული რატომ ღმერთო, მაგრამ მაინც მხოლოდ მაღლა ღმერთმა იცის გული და სული რაფერ მეწვის.

შეხსენება 04.07.2021 ბათუმში ემიგრაციიდან ახლად ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე წერს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შვილის მძიმე მდგომარეობის გამო ნორვიულობის შედეგად გაუარესდა", - წერს შოთო სიხარულიძე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე