რეზონანსი
(19.04.2021)


ვერძი

იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ და მოგებული დარჩეთ მოიფიქრეთ რაიმე ექსტრავაგანტული და ლოგიკური გათვლებით ყოველგვარი რისკის გამორიცხვით დაიწყეთ მოქმედება.

კურო

არის ალბათობა რომელიმე მეგობრის მფარველობა და დაცვა დაგჭირდეთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ დაპირისპირებულ მხარეებთან მომრიგებლის როლში ყოფნისას და ნურავის გაანაწყენებთ.

ტყუპები

ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში მეტი პრაქტიკულობა და გონიერება გამოიჩინეთ, მალე გარკვეული ფულადი რესურსი დაგჭირდებათ თქვენი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

კირჩხიბი

შესაძლოა საჭირო გახდეს პროფესიონალი და გამოცდილი პრაქტიკოსის რჩევები თქვენს ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით. სასურველია თავი შეიკავოთ უცნობ ადამიანებთან კონტაქტისგან და მოიძიოთ ვინმე სანდო.

ლომი

დიდ დროს და ენერგიას დახარჯავთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევაში. უბრალოდ მიიღეთ ისინი ისეთებად, როგორებიც არიან და ნუ გექნებათ რაიმე მოლოდინები.

ქალწული

შეგიძლიათ შეიძინოთ დიდი ხნის საოცნებო ნივთი, რომელიც მნიშნელოვანი და საჭიროა თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის. ზოგადად ეს დღე სჯობს ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

სასწორი

ცხოვრების ყველა სფეროში სიმშვიდე და სტაბილურობაა. ერთდერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ხანდაზმული ნათესავების მიმართ, იყავით მომთმენი და დიპლომატიური.

მორიელი

დღეს კარგი იქნება თუ ორგანზმის გაკაჟებით დაკავდებით, ეფექტური იქნება მცირეოდენი ფიზიკური და ტვირთვა, მსუბუქი ვარჯიში და მომადუნებელი პროცედურები, რელაქსაცია.

მშვილდოსანი

შესაძლოა მოულოდნელი მემკვიდრეობა მიიღოთ ახლო ნათესავის მხრიდან ან მოულოდნელად მსუყე პროექტი შემოგთავაზონ მაღალი ანაზღაურებით და გრანდიოზული პერსპექტივებით.

თხის რქა

რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერი უსიამოვნო სიახლე მიიღეთ მშვიდად, ემოციების გარეშე, ჩათვალეთ ყველაფერი ჩვეულებრივი სიტუაციად და დარწმუნებული იყავით ვერავინ შეძლებს თქვენზე გამარჯვებას, თქვენს მოდრეკას.

მერწყული

ერთდროულად მოგიწევთ საოჯახო და სამსახურეობრივ პრობლემებთან გამკლავება, მაგრამ ახლობლების თანადგომითა და მხარდაჭერით შანსი გექნებათ ყველაფერი მოაგვაროთ და სრული წესრიგი დაამყაროთ ირგვლივ.

თევზები

მოსალოდნელია გაუგებრობები ნათესავებთან, რთული იქნება რაიმე მოიმოქმედოთ ამის თავიდან ასარიდებლად. შეეცადეთ ნაკლებად კრიტიკული იყოთ რათა არ ავნოთ მათთან ურთიერთობებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე