რეზონანსი
(19.04.2021)


მუ­სი­კო­სი მა­რი­ნა ბე­რი­ძე გა­და­ცე­მა „სთო­რი­ში" მისი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც 42 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხი და­ენგრა - მისივე თქმით, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის რწმე­ნა და­ა­კარ­გი­ნა.

მარინა ბერიძის მე­უღ­ლე მუ­სი­კათმცოდ­ნე ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი იყო.

„რვა წელია თვალით არ მინახავს და რომ ვნახო, არ ვიცი, ვინ არის. არ ვიცნობ. ის იყოს იქ სადღაც, იქ კარი გამოვხურე, ძალიან კარგი ცხოვრება. მე დიდი სკივრი მაქვს წამოღებული სოლოლაკიდან, რომელიც 8 წელია არ გამიხსნია.

გაბ­რა­ზე­ბა გა­დის გუ­ლის­წყვე­ტა არა. ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული - 42 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­წყვი­ტა. მე მაქვს თვი­სე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩემს თავ­ში უნდა ვი­პო­ვო შეც­დო­მა, რომ წყნა­რად ვი­ცხოვ­რო. მე ეს შეც­დო­მა ჩემს თავ­ში ვი­პო­ვე - ძა­ლი­ან ბევ­რი დრო და­ვუთ­მე ჩემს საქ­მეს. ის, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვი­ყა­ვი, ესეც ღლი­და მას. არ არ­სე­ბობს კაცი, რო­მე­ლიც ამას წყნა­რად აი­ტანს. დიდ­ხანს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მე ვი­ძახ­დი, რომ ის იყო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­მიქ­ვამს-თქო" , - განცხადა მუსიკოსიმა მარინა ბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე