რეზონანსი
(19.04.2021)


მსახიობი ბესო ზანგურმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“, რომელიც ეთერში ამ წლის იანვარში გავიდა, დედის შესახებ ემოციური ისტორია გაიხსენა. 

„დედას ინსულტმა დაარტყა. გიორგობა იყო. მე და ბატონი რობერტი რესტორანში ვიყავით, მეუღლემ რომ დაგვირეკა და მითხრა ცუდად არისო, რომ შევედი ჩემი მოსკოვიდან ჩამოტანილი თმისამაგრი ეჭირა. ძალიან მინდოდა, რომ გადარჩენილიყო. დედა რეანიმაციის ექიმი იყო. ხშირად მეუბნებოდა. თუ ინსულტი დამემართება. გამორთე აპარატი. 46-ე დღე იყო. ექიმმა დამირეკა, რომ მიმესწრო თბილისთვის.

​…დედასთან დავიჩოქე. ხელი ჰქონდა ჩამოვარდნილი. გეხვეწები ყველამ დამთოვათქო და ამ ერთხელ არ მიმატოვოთქო. ჩემი ძმა არის მარტო ჩემს გვერდითქო. უცებ, თვალი გაახილა. მამაოს წიგნი გაუვარდა. საოცარი ისტორია მოხდა. გადარჩა, “ – აღნიშნა ბესო ზანგურმა, რომელსაც ბოლო დღეებში მოწინააღმდეგეებთან ერთად, მხარდამჭერებიც მრავლად გამოუჩნდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე