რეზონანსი
(18.04.2021)


ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში კოლეგასთან, მაია ასათიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ოთხშაბათიდან 22:00 საათზე მაყურებლებს გადაცემა „პროფილის“ ნახვა შეეძლებათ, პირველი სტუმარი კი თავად ინგა იქნება.

„მოკლედ, ოთხშაბათიდან ვგულშემატკივრობთ „პროფილს“ 22:00 საათზე და დიდ წარმატებას ვუსურვებ მთელ გუნდს, მაიასთან ერთად, ახლა უკვე „ტვ პირველზე“.

ჩემი ინტერვიუ რა გამოვიდა არ ვიცი, დილის ექვს საათზე ჩავწერეთ და ვბოდავდი, მაგრამ რაც ვნახე, გადაცემა ძალიან მაგარია.

დაუღალავი და ნიჭიერი ხალხია...“- წერს გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე