რეზონანსი
(17.04.2021)


პრო­დი­უ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი­სა და ბესო ზან­გუ­რის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ნი­ნუ­ცას თა­ნად­გო­მას უცხა­დებს, თუმ­ცა ბესო ზან­გუ­რის თე­ატ­რი­დან გაგ­დე­ბის ფაქ­ტი და მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია მი­უ­ღე­ბე­ლია.

"თა­მა­რა მა­ყაშ­ვილს ვიც­ნობ ახალ­გაზ­რდო­ბი­დან, ადრე ასე­თი გა­მოთ­ქმა იყო Душа обшества, ასე­თი იყო თა­მა­რა და დღემ­დე ასე­თია, ნაღ­დი, ცა­რი­ე­ლი სული და გული, მხი­ა­რუ­ლი, მოკ­ლედ ოქრო! მისი შვი­ლე­ბიც ანა­ლო­გი­უ­რად კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი არი­ან, სხვა­ნა­ი­რი ვერც იქ­ნე­ბოდ­ნენ თა­მა­რას ხელ­ში!ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია ის რაც შე­ვი­ტყვეთ და ის რაც ნი­ნუ­ცამ გა­და­ი­ტა­ნა! სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა მას ჩემ­გან!

თუმ­ცა მე მგო­ნია რომ ნი­ნუ­ცას ეს არ მო­უ­ყო­ლია იმის­თვის, რომ ძა­ლა­დო­ბას ძა­ლა­დო­ბით უპა­სუ­ხოს ხალ­ხმა ან კო­ლე­გებ­მა, მან გა­იხ­სე­ნა ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დი, რო­მელ­მაც მას­ზე კვა­ლი და­ტო­ვა! მოკ­ლედ იმის თქმა მინ­და რომ ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი მე­თო­დე­ბი, თე­ატ­რი­დან გა­რი­ცხვა, სა­ხალ­ხო გა­კი­ცხვა და ასე შემ­დეგ!

ამ ადა­მი­ან­საც ჰყავს ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და ეს იგი­ვე ძა­ლა­დო­ბაა ჩემ­თვის, შვი­ლებ­ზე, ოჯახ­ზე, იმათ­მა რა და­ა­შა­ვეს? შვი­ლე­ბი მა­მის შეც­დო­მებ­ზე არ აგე­ბენ პა­სუხს! კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ეს პოს­ტი არ ნიშ­ნავს იმას რომ ნი­ნუ­ცას არ ვუ­თა­ნაგ­რძნობ, პი­რი­ქით! მან სათ­ქმე­ლი თქვა და დას­ვა წერ­ტი­ლი! იქ­ნებ თქვენც დას­ვათ წერ­ტი­ლი და მო­ეშ­ვათ სო­ცი­ა­ლიზმს! იქ­ნებ და­ფიქ­რე­ბა გმარ­თებთ? იქ­ნებ ასეთ­მა ქმე­დე­ბამ ადა­მი­ა­ნი ცუდ შე­დე­გამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნოს, და­ფიქ­რე­ბულ­ხართ ამა­ზე?გე­ყოთ!" - წერს დუმ­ბა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე