რეზონანსი
(17.04.2021)


ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობის მკვიდრია, რომელიც ნამახვანესის აშენებას ყოველდღიურად აპროტესტებს და ხეობას თითქმის არასდროს ტოვებს. ვარლამს ერთი და და ძმა ჰყავს, მამა ცაგერისა და ლენტეხის 28 სოფლის მღვდელია, დედა პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა და ერთი პერიოდი უნივერსიტეტშიც 

მუშაობდა.

ვარლამმა სასულიერო აკადემია დაამთავრა, თეოლოგიური განათლება მიიღო და ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში გალობის ისტორიაც შეისწავლა, ის ამავდროულად ფოლკლურ ანსამბლ "სახიობას" წევრია და სიმღერით არის დაკავებული. 

მომხიბვლელობის გარდა ქალბატონები ყურადღებას მის საუბარზეც ამახვილებენ. ვარლამს მშვიდი, გაწონასწორებული საუბრის სტილი და ტემბრი აქვს მისი მტკიცე ხასიათი ყველა გამოსვლაში ცხადად ჩანს.

 ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, როგორც ირკვევა მას ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების დრო არ რჩება, ლამაზი და ჭკვიანი გოგონები მოსწონს და მის ცხოვრებაში რჩეული ჯერ არ გამოჩენილა.

28 წლის აქტივისტი ქართველი ქალბატონების განხილვის თემაც გახდა. "ჩვენი დროის გმირი" ასე მოიხსენიებენ ვარლამს და მის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე