რეზონანსი
(10.01.2023)

გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის მეთაურად დანიშნეს, რასაც რუს სამხედრო ანალიტიკოსთა სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა. უკრაინის ომში რუსული არმიის რამდენიმე სერიოზული მარცხი სწორედ ლაპინს უკავშირდება, რის გამოც მას მკვეთრად აკრიტიკებდნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ლაპინის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა კადიროვი-პრიგოჟინისა და რუსეთის არმიის გენშტაბს შორის არსებული შიდა დაპირისპირების კონტქსტში უნდა განვიხილოთ. მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედროების მხარე დაიკავა და დაუპირისპირდა-კადიროვი-პრიგოჟინის ფრთას.

ლაპინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდანვე აქტიურად იყო ჩართული სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა და ხშირად რუსეთის სამხედრო წარუმატებლობის მთავარ მიზეზად სახელდებოდა.

2022 წლის მარტის ბოლოს, ტელეკომპანია „ზვეზდამ“ სიუჟეტი გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ აჯილდოვებდა გენერალი ლაპინი რუს ჯარისკაცებს „გამბედაობისა და გმირობისთვის“ ჩერნიგოვის ოლქში. მალევე გაირკვა რომ დაჯილდოვებულთა შორის იყო გენერალი ლაპინის ტანკისტი შვილიც, რომელიც ჩერნიგოვსა და სუმში წარუმატებელ შეტევებს ხელმძღვანელობდა. 

შემდეგ უსიამოვნებასი ლაპინი მაშინ გაეხვა, როდესაც რამზან კადიროვი და ევგენი პრიგოჟინი მას ღიად დაუპირისპირდნენ, კერძოდ კი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევასა და ქალაქ იზიუმის დაკარგვაში დაადანაშაულს. მაშინ ლაპინი უკრაინაში მოქმედი რუსული საარმიო დაჯგუფება „ცენტრის“ ხემლძღვანელი იყო. იმის გამო, რომ ლაპინი თავის ჯარს ფრონტის ხაზიდან 150 კილომეტრის დაშორებით. ქალაქ ლუგანსკიდან მეთაურობდა, კადიროვმა მას რიგითად ჩამოქვეითებისკენაც კი მოუწოდა.

„გადაჯგუფება“ - სწორედ ამ ტერმინით გაამართლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლაპინის ხარკოვის რეგიონიდან უკანდახევა, იზიუმთან და ბალაკლიასთან დამარცხება.

ლაპინი თანამდებობიდან 2022 წლის ნოემბერში გადააყენეს. მაღალ თანამდებობაზე მის დაბრუნებას პოლიტოლოგ აბას გალიამოვის თქმით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.

„პუტინმა მიზანმიმართულათ უგულებელყო ისეთი მოთამაშეების აზრი, როგორიცაა პრიგოჟინი და კადიროვი. მან დაიკავა ოფიციალური მხარე. შემოდგომაზე ყველაფერი პირიქით იყო, ის პრიგოჟინის ხალხზე დიდ იმედებს ამყარებდა, ახლა დარწმუნდა, რომ ჯარი არც ისე ცუდია, პრიგოჟინი კი არც თუ ისე კარგი.“ - წერს პოლიტოლოგი თავის „ტელეგრამ“ არხზე.

რუსეთის გენერალურ შტაბსა და სხვა კერძო ძალოვან სტრუქტურებს შორის მსგავსი დაძაბულობა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მათ შორის აშკარა შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება რუსეთის სამხედრო წარმატებებზე უკრაინის მიმართულებით.

ბაჩანა ტყემალაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე