რეზონანსი
(12.10.2024)

 

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში სტუდენტებმა პოლონელი მწერლის, ვიტოლდ გომბროვიჩის დრამაზე იმუშავეს, სახელწოდებით „ქორწილი." ეს არის სპექტაკლი, რომელშიც მთავარმა პერსონაჟმა ჰენრიკმა არ იცის, თუ ვინ არის და საკუთარ თავს ეძებს იმ სამყაროში, რომელიც ომის შემდეგ აღარ არსებობს.

ის დაკარგულია და ირგვლივ მყოფების გაშიფრვას ცდილობს. სპექტაკლის ავტორი მაყურებელს უსვამს კითხვას, ვინ ვართ ჩვენ, რადგან მუდმივად თამაში გვიწევს ცხოვრებაში.

ფონდ Plac Teatralny-ის მიერ განხორციელებული პროექტის, "Witold Gombrowicz - Imaginarium Nowy Świat" ფარგლებში სპექტაკლი ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა, ხოლო თეატრალურ სემინარებს მიკოლაი გრაბოვსკი (კრაკოვის უმაღლესი თეატრალური სკოლის პროფესორი) და პაველ დობჟიცკი (ვარშავის სახვითი ხელოვნების აკადემიის პროფესორი) უძღვებოდნენ.

 მოსწავლეებმა დრამის შერჩეულ ფრაგმენტებზე იმუშავეს და ერთობლივი შედეგები სცენაზე წარმოადგინეს, მასტერკლასის ფარგლებში კი პროფესორებთან განიხილეს.

ლექტორებმა ახალგაზრდა ხელოვანების ჯაფა და შემოქმედებითი უნარები მოიწონეს. სტუდენტებს პირველად ჰქონდათ პოლონურ აბსურდის თეატრთან მუშაობის საშუალება

პროექტი საქართველოში პოლონური კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მისი პარტნიორი პოლონური ინსტიტუტია თბილისში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე