ელზა პაპოშვილი
(21.05.2024)

სამეგრელოში მიმდინარე გახმაურებული საქმის განხილვას მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, მოსამართლემ 35 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე გამოძება დასრულებული არ არის.

მოზარდის ოჯახი აცხადებს, რომ გაუპატიურება არ ყოფილა და ყველაფერი გოგონამ გამოიგონა. მეორეს მხრივ კი საქმეში დევს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომლითაც სექსუალური ძალადობის ფაქტი დასტურდება.

გოგონას დედა აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია მოსამართლის მოტივები და ის, რომ 14 წლის ბიჭის ციხეში დიდი ხნით გაშვება არავის სურს. შესაძლოა თავად ისიც დათანხმებოდა მის გაშვებას, თუმცა, რადგანაც ბიჭს ოჯახი მათზე ზეწოლას ახორციელებს, პოზიციას ვერ შეიცვლის და მოძალადის დასჯას ითხოვს.

ეს სავარაუდო დანაშაული თვენახევრის წინ მოხდა. 8 წლის გოგოს ოჯახი აცხადებს, რომ საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რითაც მტკიცდება, რომ საქმე არა მხოლოდ კოცნაზე და ბავშვზე სხვა უხერხულ შეხებაზეა საუბარი, არამედ სექსუალურ ძალადობაზე, რომელზეც გოგონა პოლიციაში დეტალურად თავად ყვება. 

14 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა მეზობლები არიან და ადგილობრივების ინფომაციით, მათ ოჯახებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მეზობლების თქმით, თუ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ 14 წლის მოზარდს უმძიმესი დანაშულსითვის პასუხისმგებლობა ტყუილად მოუწევს. ხოლო მეორე ვერსიით, თუ გოგონაზე მან მართლა იძალადა, მაშინ ეს სასამართლოზე უნდა დამტკიცდეს. 

„უმძიმესი ამბავია და ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს. არავინ არის თვითმხილველი. ბიჭი ამბობს მხოლოდ ვაკოცეო თუ რაღაც მსგავსი. 14 წლის ბავშვზეა საუბარი და ხომ გესმით... ორივე მხარის არგუმენტები გასაგებია და გვიჭირს წინასწარ საუბარი, რა მოხდა.

„8 წლის გოგონას მდგომარეობა ფსიქოლოგიური მძიმეაო. მოსამართლემ კი ეს 14 წლის ბიჭი გირაოთი გაუშვა. ერთმანეთის კარის მეზობლები არიან, ამიტომ ფაქტია, რთული იქნება გოგონასთვის ამ ბავშვის დანახვა. ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ ყველაფერი გამოგონილია ბავშვის მიერ, თავად გოგოს მშობლები კი პირიქით, აცხადებენ, რომ 14 წლისი ბიჭმა სექსუალურად იძალადა. ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ იტყუება, გვიჭირს საუბარი“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

გოგონას ოჯახი კი დახმარებას ითხოვს, რადგან პატიმრობიდან გათავისუფლებული ბიჭი მათი მეზობელია. მათი თქმით,  ძალადობის მსხვერპლი გოგონას მდგომარეობა ახლაც მძიმეა. ის უკვე ერთი თვეა, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა. როგორც გოგონას დედა მედიასთან სუბარში ყვება, გოგონას უმძიმესი ფსიქოლოგიური პორბლემები აქვს.

„მე ადამიანურად მესმის, რომ ის 14 წლის ბავშვია და სამუდამო ციხისთვის ცოდოა, თუმცა ჩემი შვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია. გამუდმებით ტირის, გარეთ ვერ გადის, დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ შედის. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. წარმოგიდეგინათ, მან რომ ისევ დაინახოს მოძალადე, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში, რა მოუვა?!

„ბიჭსაც სჭირდება დახმარება, რადგან, როდესაც 14 წლის მოზარდი 8 წლის ბავშვს უკეთებს მსგავს საზარელ რამეს, თავად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვის ოჯახი აგრძელებს ჩვენზე ზეწოლას, ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს დამნაშავე ჩემი შვილია, ცხადია, პოზიციას ვერ შევიცვლი. გულწრფელად რომ მოეხადათ ბოდიში, ალბათ სხვანაირი მიდგომა მექნებოდა. მას სახლიდან გარეთ გამოსვლა უნდა აეკრძალოს. საფრთხეშია ჩემი 8 წლის შვილი“, - ამბობს გოგონას დედა.

ბრალის დამკიცების შემთხვევაში, 14 წლის ბიჭს 20-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუნცა, გამომდინარე იქიდან, რომ ის არასრულწლოვანია, რეალურად ეს ვადა მესამედით შეუმცირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე