ელზა პაპოშვილი
(03.02.2023)

საზარელი ფაქტი შიდა ქართლში - 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მისი  ბიძა დააკავეს. მომხდარის  შესახებ  ბიჭმა სკოლის მანდატურს უამბო, რომელმაც საქმის კურსში სკოლის დირექტორი ჩააყენა, მან კი პოლიციას აცნობა. ბიძა დაკავებულია. 7 წლის ბიჭს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი უცნობია, თუმცა მომხდარ ფაქტს ბიჭის დედა კატეგორიულად უარყოფს. ის ამბობს, რომ ბიჭი სპეციალური საჭიროების მქონეა და მას ჯამრთელობის პრობლემები აქვს.  ამიტომ ის მომხდარ ამბავს ყურადღების მიქცევის მიზნით იგონებს. ამბობს, რომ ბიძას და მის შვილს კარგი ურთიერობა აქვთ და მსგავსი რამ არასდროს შეუმჩნევია.     

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა და დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. კაცს დის შვილის გაუპატიურებას ედავებიან,  თუმცა ის დანაშაულს უარყოფს. 

ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ, მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.  ის სკოლაში 31 იანვრის შემდეგ აღარ ყოფილა. 

„იმას, რასაც ბავშვი ყვება, სიმართლესთან არანაიირ საერთო არა აქვს. აქამდე ჩემ შვილს სკოლა გიჟად თვლიდა, სკოლიდან მიგდებდნენ.  ახლა კი აღმოჩნდა, რომ მისი მოგონილი ამბავი რეალურია. რის საფუძველზე უჯერებენ? ჩემი ძმა მსგავს რამეს არასდროს ჩაიდენდა. არაფერი ასეთი არ შემიმჩნევია. ბავშვი ფსიქიკურად ავად არის, ბავშვმა თქვაო და მე ბავშვის არ მჯერა, ვერც დავიჯერებ. მანდატურმა იჩივლა, პოლიციას აცნობა. ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ რა დაადგინეს წარმოდგენა არ მაქვს. არავინ არაფერს მეუბნება,“ - ამბობს დედა.     

ის, რომ მშობლები მომხდარს უარყოფენ, სკოლაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ინფორმაცია პოლიციას მაინც გადასცეს. 

„ძალიან თავისებური ბავშვია. მანდატური ხშირად გამოელაპარაკება, ეთამაშება, ყველანაირად ეფერება ამ ბავშვს, ერთ დღესაც ასეთი ამბავი მოუყვა, ეს იყო 31 იანვარს. მოყვა ასეთი ამბავი და, რა თქმა უნდა, მანდატურმა დამიძახა. ამბავი ბიძის ძალადობის შესახებ, რომ ბიძამ იძალადა მასზე არ უთქვამს, არ ულაპარაკია, უბრალოდ თქვა, რომ ღამე ასე მოხდა და ბიძამ ასე იმოქმედა. მაშინვე მშობელი გამოვიძახეთ, რადგან მშობლისგანაც ამ ამბის სრული უარყოფა იყო და არ აცნობეს პოლიციას, ჩვენ მაინც არ დავმალეთ ფაქტი და გავამხილეთ. ბავშვი არ დადის სკოლაში ხან ექსპერტიზაზე მიჰყავთ, ხან სად,“ - ამბობს სკოლის პედაგოგი.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე