ელზა პაპოშვილი
(17.01.2023)

ტრაპზონში მოკლული „კანონიერი ქურდის“ რეზო ლორთქიფანიძის, იგივე „რეზო თბილისკის“  საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მისი გარემოცვა ვარაუდობს, რომ ის სხვა „ქართველ კანონიერ“ ქურდში შეეშალათ და შეცდომით მოკლეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს და ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მკვლელების რეალური სამიზნე ლორთქიფანიძის მეზობლად მცხოვრები სხვა ქართველი ე.წ. კრიინალური ავტორიტეტიროინ უგლავა იყო.

უგლავა კრიმინალური სამყაროში „მათევიჩის“ მეტსახელით არის ცნობილი. ის და ლორთქიფანიძე ტრაბზონში ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ, ოღონდ სხვადასხვა სართულზე. მკვლელებს სავარაუდოდ შეცდომით ეგონათ, მანქანაში, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, უგლავა იჯდა.

რუსული მედიის ვარაუდით, შესაძლოა მკვლელობის კვალი კიდევ ერთ ქართველ „კანონიერ ქურდამდე“ გიორგი ქართველიშვილამდე მივიდეს, საქმე კი კრიმინალურ გარჩევას ეხება, რომელიც ქართველ „კანონიერ ქურდებს“ შორის ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება.

თურქულმა მედიამ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკველობის ბრალდებით საქართველოსა და ყირგიზეთის მოქალაქეები დააკავეს. რუსული მედია იუწყება, რომ ორივე დაკავებული ეროვნებით ქურთია და რუსეთის მოქალაქეა - ძმები ნაბო და რედუან მუსტაფაევები.  

„ეჭვი გაჩნდა, რომ რეალურად ორი დაქირავებული ქილერი ტრაპზონში მივიდა არა რეზო ლორთქიფანიძის მოსაკლავად, არამედ მისი მეგობრის, მეზობლის და თანამემამულის როინ უგულავას ლიკვიდაციისთვის. ტრაპიზონში რეზო და „მათევიჩი“ ერთ სადარბაზოში სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ. 

„მკვლელობის დღეს ორივენი რეზოს მანქანით სახლიდან გავიდნენ. როცა რეზო მარტო დაბრუნდა, მკვლელები, რომელიც მათ ელოდებოდათ, მანქანასთან მივარდნენ  და მგზავრის მხარეს ფანჯრიდან პისტოლეტით ცეცხლი გახსნეს. სავარაუდოდ იფიქრეს, რომ იქ „მათევიჩი“ უნდა ყოფილიყო. მაგრამ „რეზო თბილისკი“ საჭესთან  მარტო იჯდა. მას სახლში უკან მეგობარი აღარ წამოუყვანია. 

„ბევრი ეჭვი არსებობს და სხვადასხვა გვარებიც დასახელდა. ერთ-ერთი ვერსიით ეს შესაძლოა ქართველი „კანონიერი ქურდის“ გიორგი ქართველიშვილის დაგეგმილი მკვლელობა ყოფილიყო. თუმცა მსგავსი დონის „ქურდების“ მკვლელობას ასე ადვილად ვერ გეგმავენ. სავარაუდოდ, ეს არის რამოდენიმე „ავტორიტეტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელში ქილერებს ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხა გადაუხადეს. 

„როგორც  დგინდება, მუსტაფაევები თურქეთში ორი მანქანით ბულგარეთიდან შემოვიდნენ. ერთი მანქანა დარჩა სათვალთვალო კამერებით დაუფარავ ადგილას, მეორე კი მკვლელობის ადგილას  წავიდა. მკვლელები შემთხვევის ადგილიდან დასავლეთით 250 კილომეტრში დააკავეს. ისინი ფაქტიურად უკვე საქართველოს საზღვართან იყვნენ მისული. ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გადასვლას აპირებდნენ. ეს კიდევ დამატებით აჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა ქართველების მიერ იყო დაგეგმილი, რომლებიც ქილერების დამალვას  საქართველოში აპირებდნენ“, - ამბობს წყარო რუსულ გამოცემასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე