ტრაპზონში ქართველი„კანონიერი ქურდის“, 65 წლის რევაზ ლორთქიფანიძის, იგივე„რეზო თბილისკის“ მკვლელობასთან დაკავშირეებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც თურქული მედია წერს, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. ერთი საქართველოს, მეორე კი ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. ორივე დაკავებული ტრაპზონის წინასწარი დაკავების იზოლატორში განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვის ზომებით გადაიყვანეს.
ახალგაზრდა მამაკაცები, როგორც თურქული მედია წერს, სავარაუდოდ, თურქეთში ფარულად ბულგარეთიდან შემოვიდნენ. ისინი ყალბი პირადობის მოწმობით ტრაპზონში გადაადგილდებოდნენ და ე.წ. კანონიერ ქურდს „რეზო თბილისკის“ უთვალთვალებდნენ. მათ თავდასხმა კრიმინალურ ავოტირტეტზე მაშინ შეძლეს, როცა ის ავტოსადგომზე მანქანის დაყენებას ცდილობდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს. საჭესთან მჯდომმა ლორთქიფანიძემ ვერც გადმოსვლა და ვერც რეაგირება ვერ მოასწრო, ისე ჩაცხრილეს. მას რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს, მაგრამ მისი გადარჩენა მედიკოსებმა საავადმყოფოში მიყვანისას ვეღარ შეძლეს. თურქული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქმე ქართველ კრიმიანლებს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხებოდეს.
რევაზლორთქიფნიძეპოეტის, ზურაბლორთქიფანიძისშვილია. ის 2011 წელს საფრანგეთში სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა. 65 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი „ობშიაკის“თანხებისშეგროვებისადაგანკარგვისსაკითხებშიმონაწილეობდა.
„ავტოსადგომაზე კაცი ავტომობილის დაყენებას ციდლობდა, რა დროსაც მას მეორე მანქანა მიუახლოვდა, ფანჯარა ჩაწიეს და მოულოდნელად სროლა დაიწყეს. რამდენიმე გასროლის ხმა იყო, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.
„დაცხრილულ ავტომობილში კი შუახნის მამაკაცი იჯდა, სისხლად იცლებოდა და დახმარებას ითხოვდა. თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოძახეს, დაჭრილ კაცს დახმარება აგილზევე აღმოუჩინეს. მას რამდენიმე ტყვია სხეეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდა მოხვედრილი. ორმხრივი სროლა არ ყოფილა, სავარაუდოდ, კაცმა რეაგირება ვერ მოასწრო. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გარდაიცვალა. მერე გავიგეთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ყოფილა. სავარაუდოდ, საქმე ბანდებს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხება“,-ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი თურქულ გამოცემასთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე