ელზა პაპოშვილი
(10.01.2023)

გამოძიება კვლავ ცდილობს გაარკვიოს მოტივი, თუ რატომ მოკლა ყოფილმა პოლიციელმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი ალექსნადრე შეყილაძე. სისხლიანი გარჩევა შობის ღამეს მოხდა. დაპირისპირება ნასვამ მეგობრებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორებით და მკვლელობით  დასრულდა. მღებრიშვილმა  სასამართლოზე მკვლელობა აღიარა, მაგრამ განზრახ მკვლელობას უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ მეგობრის მოკვლა არ სურდა და სასხლეტზე ხელი შემთხვევით გამოეკრა. მისი თქმით, ეს იყო ემოციურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც ვერ აცნობიერებდა.

თუმცა, საქმის  მასალების მიხედვით, ყველაფერის სხვაგვარად მოხდა. გიორგი მღებრიშვილის ბინაში მეგობრები მივიდნენ. სახლში შეყილაძის და მღებრიშვილის გარდა მესამე ადამიანიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე პოლიციის თანამშრომელი დავით ლობჟანიძეა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ კი მასპინძელი მღებრიშვილი აგრესიული გახდა და სიტყვიერი დაპირისპირებისას მან მეგობარს განზრახ ჯერ ფეხში ესროლა, შემდეგ კი გულ-მკერდისა და მუცლის არეში. შეყილაძე ადგილზევე გარდაიცვალა. 

ბრალდებულს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად  დააკმაყოფილა. სასამართლოს მოკლული ალექსანდრე შეყილაძის მამაც ესწრებოდა. ის პირადად ისმენდა იმ ვერსიას რატომ გაიმეტეა მისი შვილი მეგობარმა სასიკვდილოდ. 

როგორც „რეზონანს“ წყარო უყვებ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მასპინძელი მოულოდნელად სტუმრების მიმართ აგრესიული გახდა. ის მათ აგინებდა და არაადეკვატურად იქცეოდა. მოკლულმა ალექსანდრე შეყილაძემ მისი დამშვიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ, მას მღევრიშვილმა იარაღიდან ესროლა. 

„ძალიან საშინელი ამბავი მოხდა. კარგი მეგობრები იყვნენ და ვერავინ წარმოიდგენდა ასეთი უბედურება თუ მოხდებოდა. გიორგის სახლში, რომელიც ახალი ნაყიდი ჰქონდა, შობის ღამეს მეგობრები ალექსანდრე შეყილაძე და დავით ლობჟანიძე მივიდნენ. ქეიფის დროს მოულოდნელად გიორგი აგრესიული გახდა. ზუსტად არავინ იცის მისი აგრესიულობა რამ  გამოიწვია. როგორც ვიცით, არაადეკვატურად იქცეოდა და ბიჭებს ემუქრებოდა. 

„ალექსანდრემ მისი  დამშვიდება სცადა, მაგრამ ფეხში ესროლა. შემდეგ ორივეს იარაღი აიღო და სამი იარაღით მათ დახოცვით ემუქრებოდა. დავითი ეხვეწებოდა, რომ სასწრაფო გამოეძახებინათ, რადგან ალექსანდრე სისხლად იცლებოდა. ამის უფლება არ მისცა და იარაღით ემუქრებოდა. შემდეგ კი ალექსანდრეს გულ -მკერდის და მუცლის არეში კიდევ ესროლა. ის ამის შემდგ ადგილზე დაიღუპა. რატომ, რის გამო, არავინ იცის. 

„როგორც პოლიცია ამბობს, ის უწყებაში მუშაობის დროს ადეკვატური იყო და მსგავსი ქცევა არასდროს გამოუმჟღავნებია. სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რა ამოძრავებდა, რამე წყენა ჰქონდა მის მიმართ ჩარჩენილი, არავინ იცის. ყველა გაოგნებული ვართ“, - ყვება მოკლულის ახლობელი „რეზონანსთან“. 

 გიორგი მღებრიშვილი მისმა უფლებადამცველებმა წინასწარი დაკავების იზოლიატორში ორშაბათს დღის ბოლოს მოინახულეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით ისინი საქმის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ.

მოკლული ალექსანდრე შეყელაძე და ბრალდებული გიორგი მღებრიშვილი მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ. ბრალდებულმა სამინისტრო რამდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო, რის გამოც მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

უწყების მიერ ორშაბათს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაული მღებრიშვილის სახლში მოხდა. ასევე აღნიშნულია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მასპინძელი იქცეოდა არაადეკვატურად, სტუმრების მიმართ იყო აგრესიული, რასაც საბოლოოდ შეყილაძის მისამართით რამდენიმე გასროლა მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე