ელზა პაპოშვილი
(08.01.2023)

შობის ღამეს თბილისში პოლიციელი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ყოფილმა პოლიციელმა მისავე სახლში მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა რა გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. 

დეტექტივების სამმართველოს უფროსს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თუმცა სროლამდე მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დიღომში, მირიან მეფის ქუჩაძე ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა კი გაიგეს, თუმცა იფიქრეს, რომ დღესასწაულიდან გამომდინარე  ვიღაც პიროტექნიკას ისროდა.  

მკვლელობის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა. სავარაუდოდ, ადგილზე პოლიციაც და სასწრაფოც თავად მკვლელობაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა გამოიძახა. 

მოკლულ პოლიციელს ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდა და მას მეზობლები ახლოდან არ იცნობდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ მათ მეზობლად სამართალდამცველი გადავიდა. 

38 წლის მამაკაცი მედიკოსებს  უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება კი ცხელ კვლაზე მოხდა.  

„ღამის პირველი სათი იქნებოდა გასროლის ხმა რომ გავიგეთ. არავის ყურადღება არ მიუქცევია, ყველამ, ოჯახის წევრებმაც და მეზობლებმაც, რომლებიც ასევე გვერდით ცხოვრობენ, ჩათვალეს, რომ ბავშვები პიროტექნიკას ისროდნენ. რაიმე განსაკუთრებული ჩხუბის ან ყვირილის ხმა არ გაგვიგია. გვესმოდა საუბრის ხმა და ქეიფის. სავარაუდოდ, სახლში სვამდნენ. 

„ეს მოკლული პოლიციელი ჩვენს მეზობლად ერთი თვის წინ გადმოვიდა. ვიცით, რომ ბინა გაიყიდა და ახალგაზრდა ბიჭმა იყიდა. ვინმესთან ერთად ცხოვრობდა თუ როგორ იყო,  არ ვიცით. 

„რამდენიმე გასროლის და შემდეგ იატაკზე რაღაცის დავარდნის ხმა გავიგეთ. მერე კი  რამდენიმე ხანში პოლიცია და სასწრაფო დახმარება მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ბიჭი მოუკლავთ. სახლში შობას აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები შელაპარაკდნენ და მეგობარმა ესროლა. სხვებიც იყვნენ იმ ბინაში, თუ მარტო ეს ორი ადამიანი იყო, დეტალები არ ვიცით. გავიგეთ, რომ ისიც ყოფილი თანამშრმელია, რომელსაც უწყება რამდენიმე თვის წინ დაუტოვებია“, - ყვება მოკლული პოლიციელის მეზობელი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე