ელზა პაპოშვილი
(21.09.2022)

საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში 35 წლის ახალგაზრდა ბიზნესმენი მისსავე კომერციულ ფართში ჩაცხრილეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ საზარელი დანაშაული შესაძლოა ფინანსურ დავას უკავშირდებოდეს. პოლიცია თავდამსხმელს ახლა ქვეყნის მასშტაბით ეძებს. დანაშაული ღამის 12 საათზე  ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა. მკვლელობის შემდეგ ნიღბიანმა დამნაშავემ, შემთხვევის ადგილი მოპარული ავტომობილით დატოვა.     

სასტიკად მოკლული აიდინ გამზაევი უკვე გარდაცვლილი ადგილობრივებმა იპოვეს. მომხდარის მოტივზე საუბარი ოჯახს და მის ახლობლებს ძალიან უჭირთ. პოლიციამ შემთხევვის ადგილიდან ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. მისი  ვინაობის დასადგენად მოკლულის ოჯახის წევრებს ჩანაწერები აჩვენეს, თუმცა დამნაშავის იდენტიფიცირება მათ ვერ შეძლეს. თავდამსხმელი იმდენად იყო შენიღბული, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელია. 

„შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მოკული ბიჭი საკუთარ კომერციულ ფართში თანასოფლელებმა იპოვეს. ბიჭები აქვე გვერდით საქეიფოდ იყვნენ შესულები. გარეთ რომ გამოვიდნენ, საკუთარი ავტომობილი ვეღარ იპოვეს. დაიწყეს ძებნა. აიდანმა ხომ არ იცის რამეო და მასთან მაღაზიაში შეიხედეს. დაინახეს, რომ მაგიდაზე თავ ჰქონდა დადებული და სულ სისხლში ცურავდა. 

„ატეხეს ყვირილი და გამოიძახეს სასწრაფო, პოლიცია, მაგრამ უკვე მკვდარი იყო. რამოდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. კამერები ამოიღეს, მაგრამ ოჯახმაც და მეზობლებმაც ვერავინ ამოვიცანით. ზემოდან რაღაცა პლაშივით აქვს ჩამოცმული. მთელი თავი და სახე დაფარული აქვს. ძალიან არის შენიღბული. ასე ღამის 12 საათზე არის მოკლული. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა თანასოფლელიც იყო ვინმე, ზუსტად რამის თქმა გაჭირდება. ფაქტია, რომ უთვალთვალებდა და როცა მარტო დაიგულა მოკლა“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

არებობს ვერსია, რომ შესაძლოა მკვლელობა ადრე არსებულ  დაპირისპირებას ეხებოდეს.  მოკლული ბიზნესმენი თანასოფლელმა დააყაჩაღა. მან ამის შესახებ პოლიციას აცნობა და გამოიძიებაც იყო დაწყებული. მოკლულის მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცმა თანასოფლელზე შური იძია.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე