თეონა ვეშაგური
(17.09.2021)


კოვიდის გადატანის შემდეგ, ნებისმიერ ადამიან შესაძლოა ჰქონდეს პოსტკოვიდური გართულება, რისი თავიდან აცილებაც რთულია. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს გართულებები და რა სახის მკურნალობას საჭიროებს, ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.

„ეს მდგომარეობა ყოველთვის მძიმე ფორმებით არ მიმდინარეობს და შესაძლებელია მსუბუქი სივტომებითაც იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, როგორიცაა დაბალი სიცხე, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილი, ამასთან, ძილთად დაკავშირებული დარღვევები. ასეთი სივტომების დროს პაციენტი არ საჭიროებს რაიმე სპეციფიურ ჩარევას და თავად ლაგდება გართულებები.

„თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სერიოზული გართულებები რჩება კოვიდის გადატანის შემდეგ. ეს არის სუნთქვის უკმარისობა, ძლიერი თავის ტკივილები და მაღალი ტემპერატურა, რა დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რათა ჩაიტაროთ კვლევები და მკურნალობა", - განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა იმის მიხედვით ენიშნება, რა ტიპის გართულებებიც აქვს.

„თუ პაციენტს გართულება აქვს გულ-სისხლძარღვთა მიმართულებით, მას კარდიონოგის კონსულტაცია სჭირდება, ხოლო სასუნთქიგზების პრობლემების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ამ მიმართულების სპეციალისტთან ვიზიტი. სიმტომების მართვა იმ კონკრეტული სპეციალისტის მხრიდან უნდა მოხდეს, ვისი კუთხითაც მიმდინარეობს გართულებები.

„რაც შეეხება გართულების მიმდინარეობის ხანგრძლივობას, ის დამოკიდებულია თუ რამდენად რთულად მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში პოსტკოვიდური სივდრომი. როდესაც მსუბუქი მდგომარეობაა, პრობლემა 1-2 კვირაში გვარდება, რთულად მიმდინარეობისას კი შესაძლოა მკურნალობა 1თვეზე მეტიც გაგრძელდეს", - განაცხადა ინფექციონისტმა.

როგორც გოგინავა აღნიშნავს, გართულებები ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელში შეიძლება მოხდეს, თუმცა უმეტესად გვხვდება ქრონიკული და თანდაყოლილი დაავადებების მქონე პაციენტებში.

„პოსტკოვიდური სინდრომი ნებისმიერი ასაკისთვის წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა უმედესად იმ პაციენტებში გვხვდება ვისაც თანდაყოლილი გართულებები და ქრონიკული დაავადებები აღენიშნება", - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე