ელზა პაპოშვილი
(11.09.2021)


ბათუმში 9 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მისი მეზობელი, 47 წლის ქალბატონი დააკავეს. გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და ისინი დახმარებას პოლიციისგან რამდენიმე ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. გოგონას დედა ამბობს, რომ მეზობელი ქალი მასზე და მის ბავშვებზე ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობდა. პოლიციამ კი რეაგირება მხოლოდ მაშინ მოახდინა, როცა  9 წლის გოგონამ მორიგი დამცირების შემდეგ სახლში თავის ჩამოხრჩობა სცადა. 

პოლიციამ დაკითხვების სერიის შემდეგ მეზობელი ქალის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

არასრუწლოვნის დედა „რეზონანსთან“ ყვება, რომ მეზობელი ქალი მასზე და მის შვილებზე ტერორს რამდენიემ თვეა ახდენდა. ბავშვებს სახეში ჯერ  საღებავი შეასხა, შემდეგ კი  ქვები დაუშინა. დედის ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობის გარდა, მეზობელი მათზე ასევე სისტემატიურად ახდენდა ფსიქოლოგიურ ტერორს. 

მისივე ცნობით, ყველაფრის მიზეზი ქონებრივი დავაა. მეზობელ ქალს სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლიდან გასახლება სურდა. მორიგი დამცირების შემდეგ კი 9 წლის გოგონამ სუიციდი სცადა. 

ოჯახი ეკონომიურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველია. ამიტომაც მეზობელი ქალი ბავშვს ეუბნებოდა, რომ მათხოვრები და უბედურები იყვნენ. მუმდივად მის ბულინგს ახორციელებდა და ბავშვების  დამცირებას თანატოლებთან ერთადაც არ  ერიდებოდა. 

„ბავშვს  დასცნოდა მუდმივად, ეუბნებოდა მათხოვრები და უბედურები ხართო, სულ სხვა გეხმარებათ და სხვისი  გამონაცვალი ტანსაცმლით დადიხართო. ასე როგორ შეიძლება?! ჩვენი უბედურება არ გვეყოფა, ახლა გაუბედურებულ ბავშვს კიდევ არ დასცინოს?! სადაც დაინახავდა, ბულულინგს და დამცირებას არ ერიდებოდა. ამბობდა - აი, მათხოვრებიც გამოჩდნენო. ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. რატომ? რა უნდა, ადამიანი ასე როგორ უნდა გაბოროტდეს? 

„ასეთი მუქარები და დამცირება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ყოველდღე ბავშვი ამ სტრესში ჰყავდა. მივმართე პოლიციას, მაგრამ ყურადაც არ იღეს. არც შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და არც არაფერი. 

„ბავშვი ჩავიდა ქუჩაში და თანატოლებთან თამაშობდა. მეგობრებთან ერთად დაცინვა დაუწყო - ვა, გამოჩნდა მათხოვარიო... ციგანი შენზე უკეთესად ჩაცმული დადისო. ჰო, დედაშენი რით გიყიდის, ისეთი გაუბედურებულები ხართო...

„ბავშვს შერცხვა მეგობრებთან, ავიდა სახლში და ფარდის თოკი ყელზე მოიბა. სკამი დაუდგამს და თავს იხრჩობდა. პატარა შევიდა ოთახში და ბავშვი თოკზე ჩამოკიდებული ნახა. დას რომ არ ეპოვა, უკვე მკვდარი იქნებოდა. 

„ეს პატარაც შოკშია, ისეთი საშინელება ნახა. ყვიროდა - დედა, ჩქარა, თავს იკლავსო“, -ამბობს  არასრუწლოვანის დედა „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, მეზობელ ქალსაც მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს, რადგანაც დედა ახლახანს გარდაეცვალა, თუმცა ეს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე არ ამართლებს. დედა ამბობს, რომ ის შიშისგან სახლიდან ვერ გადიოდა, რადგანაც მეზობელი მათ საახლის დაწვით იმუქრებოდა.  

„ამ ძალადობის  მიზეზი კი ის არის, რომ მას ის ბინა უნდა, სადაც ჩვენ  ვცხოვრობთ. ფართი სჭირდება და ამიტომ გადაგვეკიდა. უნდა, რომ ჩვენ აქედან წავიდეთ. სად წავიდე, ისედაც გაუბედურებულ სახლში ვცხოვრობთ. ესეც ჩვენი სახლი არ არის და ვიღაცამ სამადლოდ შეგვიფარა. ადვოკატ დავით ცინცქილაძის გადაწყვეტილებით, დროებით მის  ბინაში ვცხოვრობთ. ეს ქლბატონი კი სახლის პატრონის ნათესავია. ამიტომ  ფართის მითვისება უნდა. ადრე ასე ორი ფართი მიითვისა. ახლა ჩვენი თავიდან მოშორებაც უნდა და აგრესიას ბავშვებზე ანთხევს“, - ამბობს არასრულწლოვანის დედა „რეზონანსთან“.   

დაკავებული ქალის ნათესავები კი მედიასთან ამბობენ, რომ ბავშვს ტყუილის თქმას აიძულებენ. მათი ინფორმაციით, ეს ადვოკატ დავით ცინცქილაძეს ინტერესებში შედის, რომელიც ბინის მესაკუთრეა. ისინი ამბობენ, რომ პირიქით, დაკავებული ქალი მეზობელ ოჯახს საერთოდ არ ეკონტაქტება და მათთან ურთიერთობას ერიდება. 

„ეს არის მტკნარი ტყუილი. ბავშვს აიძულებენ, რომ ტყუილი ილპარაკოს. ამის მიზეზი კი ბინის ირგვლივ დაწყებული დავაა. სახლის მეპატრონე ადვოკატი დავით ცინცქილაძე ოჯახს აქეზებს, რომ მირანდაზე ტყუილები ილაპარაკონ. ყველამ კარგად იცის, რომ მათთან არანაირი  კომუნიკაცია არ გვაქვს“, - ამბობს დაკავეებული ქალის ნათესავი.  

თავად ადვოკატი დავით ცინცქილაძე ბავშვზე და ოჯახზე არსებულ ძალადობის  ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ნათესავები მათზე სისტემატიურად ძალადობდნენ. ამის მიზეზი კი სახლის წართმევი სურვილია. ამიტომ საჩივარი მან თავად არაერთხელ შეიტანა, თუმცა რეაგირება მანამდე არ მოჰყვა, სანამ ბავშვმა  თვითმკვლელობა არ სცადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე