ია აბულაშვილი
(01.08.2021)


მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ლიტერატურული პრემია „ლიტერასთან“ დაკავშირებულ სკანდალს ეხამაურება და აცხადებს, რომ კონკურესების არ სჯერა, განსაკუთრებით ბოლო დროს საქართველოში ჩატარებული კონკურსების, სადაც „უნიჭოები ერთმანეთს აჯილოდვებენ“.

მწერალთა სახლის მესვეურები არ გამორიცხავენ, რომ ლიტარატურული პრემია „ლიტერა“ აღარ ჩატარდეს. მწერალთა სახლის დირექტორის ნატა ლომოურის განცხადებით, ახალი ჟიურის შერჩევასთან დაკავშირებით კულტური სამინისტროს უკვე მიმართეს, თუცმა ამ დრომდე არც სამინისტროს წარმომადგენელი და არც მინისტრი მათთან კონტაქტზე არ გამოდის.

„არც საბჭოთა პერიოდში და არც ბოლო ხანებში საქართველოში ჩატარებლი არც ერთი კონკურსის არ მჯერა. რაც შეეხება „ლიტერას“, მე არ ვიცი ვინ ჩაუსვეს და ვინ არა კონკურსში, ან რა გააკეთა თეა წულუკიანმა. მე ის ვიცი, რომ ყველა კონკურსს ვიღაცები მართავენ, ყველამ კარგად იცის ვინ და საიდან იმართება...

„ევროპაში განთლებამიღებული ეს ხალხი სუფთა ქართული აზროვნების, ქართული გენეტიკის კაცს, რომელსაც საქართველოს მთებში მოჩუხჩუხე წყაროს წყალი აქვს დალეული, გვერდით არ გაიკარებენ. იცით, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალია მთათუშეთში, კახეთში, აჭარაში და საქართველოს რომელ კუთხეშიც გნებავთ, მაგრამ გვერდით არ იკარებენ. მაგათი ნაწარმოებები გინახავთ წარდგენილი ამ კონკურსებში? არა. მხოლოდ „ბუღ-ბუღები“ და „ბუყ-ბუყები“ მონაწილეობენ და ეს უნიჭოები ერთმანეთს აჯილდოვებენ.

„საერთოდ დავიწყებულია გალაკტიონი, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე და ჩვენი ტიტანები. მაგ მწერლებს და მაგათ შემოქმედებას მე არ ვიცნობ, რა მწერლები ეგენი არიან... წავიდნენ და ახლა მაგინონ რამდენიც უნდათ „ბუღ-ბუღებმა“, „ბუყ-ბუყებმა“ და იმათმა, ვინც ამ „თოჯინების თეატრში“ უნიჭო თოჯინებს ათამაშებენ. 

„მე არც ივანიშვილის ვარ და არც სააკაშვილის. არც მაგათ მერე რომ მოვა იმისი ვიქნები. მე ვარ გივი სიხარულიძე. სამასხარაო გახადეს ყველაფერი. ისე, ნიჭს არანაირი კონკურსი არ სჭირდება, თვითონ გამოვლინდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე