რეზონანსი
(18.05.2025)
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ფინალში იჭიდავებს. მან ნახევარფინალში ბრაზილიელი ჟოაო სეგატე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ესპანელ ან ფრანგ ძიუდოისტს შეხვდება.
პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს ესპანური ტურნირი ბექაურისთვის პირველი შეჯიბრებაა. აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე