რეზონანსი
(16.05.2025)

გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ზიზღის ენის გამოყენებას.

გორდულაძე ხაზს უსვამს, რომ ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება მთავრდება ის, სადაც იწყება სხვისი უფლებები.

„გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის აბსოლუტური უფლება და შეუძლია, რომ ნებისმიერ პირზე, ნებისმიერ მოვლენაზე საკუთარი აზრი ჰქონდეს.

ამავდროულად, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და გამოხატვის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. ეს პირველ რიგში, უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც გამოდიან და ადამიანის უფლებებზე აკეთებენ ხოლმე განცხადებებს. ამავდროულად, კარგად დაიმახსოვრონ, რომ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება კანონით დასჯადი ქმედებებია. ხოლო მედიებს რაც შეეხება, სიძულვილის ენის ტირაჟირება ასევე კანონით დასჯადია. სხვათა შორის, ეს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნითვე არის ჩაწერილი მაუწყებლობის შესახებ კანონში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ერთ-ერთ პოდკასტში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ამბობს, რომ არის ხალხი, რომლის ზოზღიც სწორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე