რეზონანსი
(16.05.2025)

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ერთმანეთს ხვდებიან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსულ მხარეს - კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.

შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვება.

რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის ცხრა წარმომადგენელი და უკრაინის დელეგაციის 11 წევრი სხედან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე